გაერო-ს ელჩი - დღევანდელ საქართველოში არის სიტუაცია, რომელსაც დანაწევრებულ საზოგადოებამდე მივყავართ

დღევანდელ საქართველოში არის სიტუაცია, რომელსაც დანაწევრებულ საზოგადოებამდე მივყავართ. მოსახლეობის თითქმის 40%-ია სოფლის მეურნეობაში ჩართული, მაგრამ ეს 40% მშპ-ს მხოლოდ 10%-ს აწარმოებს,-ამის შესახებ გაერო-ს ელჩმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა დღეს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+" განაცხადა.

მისივე თქმით, განვითარების შესაძლებლობები სოფლად ბევრად ნაკლებია ქალაქთან შედარებით და ის სტრატეგია, რომელიც მუშავდება ევროკავშირათან და საქართველოს მთავრობასთან ერთად, ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, განვითარების ახალი შესაძლებლობების შეუქმნის.

„დღევანდელი კონფერენცია უმნიშვნელოვანესია, რამდენადაც ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს შემდეგი სტრატეგიის შემუშავებისთვის, რომელიც ეხება როგორც სოფლის მეურნეობის, ისე სოფლის განვითარებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სოფლის განვითარება არ ეხება მხოლოდ სოფლის მეურნეობას და ის მოიცავს სოფლად მცხოვრების მოსახლეობის განვითარების შესაძლებლობების შექმნას. ახალი სტრატეგია სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად გულისხმობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, გარემოს დაცვის კუთხით სხვადასხვა რეგულაციების გატარებას. ამ კონცეფციამ წარმატებით იმუშავა ევროკავშირში და სწორედ ამ კონცეფციის დანერგვას ვცდილობთ საქართველოში, რაც ამბიციური გეგმაა და საკმაოდ მრავალხნიანი. ბევრი წელი უნდა გავიდეს, რომ რელური შედეგები დავინახოთ. საქართველო კარგ გზას ადგას, უკვე ბევრი რამ გაკეთდა. იმედი გვაქვს , რომ ახალი სტრატეგია, რომელიც 2020-2027 წლებში იმოქმედებს სწორედ ამ წინსვლას შეუწყობს ხელს," - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს