ენერგოომბუდსმენი დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე - დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რომ „ყასტრანსგაზის" თანამშრომლებმა ეს ობიექტი არაჯეროვნად შეამოწმეს

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა, დიდ დიღომში, 16 იანვარს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაასრულა.

როგორც ენერგოომბუდსმენმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით, დადასტურა ეჭვი, რომ აღნიშნული ობიექტი „ყანსტრანსგაზის" თანამშრომლებმა არაჯეროვნად შეამოწმეს.

„რაც შეეხება დიდი დიღმის აფეთქებას, თქვენ იცით, რომ ჩვენ დოკუმენტებს ველოდებოდით იმისათვის, რომ გვეთქვა ჩვენი პოზიცია, რასაც დოკუმენტები გვიკარნახებდა და არა ზეპირი კომუნიკაცია. სამწუხაროდ, დადასტურდა ის ეჭვი, რომ თვითონ კომპანიის თანამშრომლებმა ამ ობიექტის შემოწმების დროს არაჯეროვნად შეარულეს თავისი საქმე, ვინაიდან პირველი გამოძახების შემთხვევაში, 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ ობიექტზე და იქ საფრთხის წყარო ვერ აღმოაჩინეს. ხოლო მეორე გამოძახების დროს, სულ 49 წამი იმყოფებოდნენ ობიექტზე, რაც საერთოდ გამორიცხავს იქ რაიმე ტიპის მოკვლევის, შემოწმების ან გამოვლენის შესაძლებლობას, ასე რომ ამ კუთხით, ეს ჩემთვის, როგორც საზოგადოებრივი დამცველისთვის, დადასტურებულია, რომ ყველა ღონე არ იხმარა კომპანიის წარმომადგენელმა, რომ პრევენცია განხორციელებულიყო", - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

როგორც ენერგოომბუდსმენმა აღნიშნა, შემოწმების აქტებში ასევე ვერ ნახა ინფორმაცია, თუ რა ტიპის შემოწმება განხორციელდა უბედური შემთხვევის ადგილზე, რადგან ის მწირი ინფორმაცია, რაც დოკუმენტებშია მითითებული, არ აძლევს ამის საშუალებას.

„არ მაქვს საშუალება, რომ გამოვიკვლიო, ეს მოხდა მხოლოდ ვიზუალურად თუ დანადგარებით. თვითონ შემოწმების აქტი მოიცავს ძალიან მწირ ინფორმაციას. მესმის, რომ ადგილზე ამის გაკეთება შეიძლება ძნელია და სწორედ ამიტომაც ეს აქტები ზოგადად შეიცავენ მწირ ინფორმაციას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს აუცილებლად იქნება ჩვენი მითითების საგანი მომავალში. ჩვენ აუცილებლად მოვთხოვთ, რომ იქ ჩაიწეროს ზუსტი ინფორმაცია და ამასთან დაკავშირებით რეგულაცია იქნება, სადაც არა მხოლოდ უბედური შემთხვევების, არამედ შემოწმების აქტებშიც მითითებული უნდა იყოს ის ინფორმაცია, რაც საერთო ჯამში, გამოდგება რაღაც პოზიციის ჩამოსაყალიბებლად", - განაცადა ენერგოომბუდსმენმა.

ცნობისთვის, აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში 16 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო