კახა კალაძე - დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება

დიღმის მასივში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა დაზარალებული ბინით უზრუნველყოფილია.

„პირველივე წუთიდანვე გამგეობა და გამგებელი ადგილზე იყო, მოხდა ადამიანების გამოყვანა. დროებით ბინებს ვიქირავებთ და დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს, რომ ყველაფერი, რაც დაზიანდა მალე მოწესრიგდეს", -განაცხადა კალაძემ.

გუშინ დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსის მე-4 სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. დაშავებულია 7 ადამიანი, აქედან ერთი 8 თვის ბავშვია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს