კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის გაჟონვის ამომცნობი დეტექტორები უახლოეს თვეებში დამონტაჟდება

რეგულაციები, რომელიც ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის გაჟონვის ამომცნობი დეტექტორები დამონტაჟდეს. კალაძის თქმით, შეთანხმება აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია.

„მე ამაზე მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სამინისტროებთან, ვინც უნდა გააკეთოს ეს რეგულაციები. ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნილი თუ როგორ ვხედავთ, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს. მათი თანხმობაც არის და ერთიანი ძალისხმევით მიხდება ეს ცვლილებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით. აუცილებელია, შესაბამისი სენსორების დაყენება, რომელიც უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, რომ თუკი მოხდება ბუნებრივი აირის გაჟონვა, მაშინვე ჩაირთვება სიგნალიზაცია და საფრთხე თავიდანვე იქნება აცილებული. თუმცა, მოსახლეობამაც უნდა გამოიჩინოს უფრო მეტი სიფრთხილე. ძალიან ბევრჯერ ითქვა, რომ კუსტარულად დაყენებული გამათბობლები წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. როდესაც გაზი ჟონავს, ადამიანი ვერ გრძნობს სუნს და ძალიან ბევრია ინტოქსიკაციის ფაქტები და უბედური შემთხვევები. მე როდესაც ვიცი, რომ ის შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს, ოჯახით, შვილებით ვცხოვრობ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ყურადღება მექნება. შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდანაც მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება იყოს. ცვლილებები როდის შევა ძალაში, ამაზე კონკრეტულად შეგიძლიათ ენერგეტიკას ჰკითხოთ. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და შევჯერდით, გვაქვს პოზიცია თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, ძალიან მალე, წლის ბოლომდე ეს რეგულაციები ამოქმედდება“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ