აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა, ჯემალ გამახარიაა წარდგენილი. არჩევნებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მეორე კანდიდატმა დავით გვაძაბიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო ათი წლის განმავლობაში აღნიშნულ პოსტს გია გვაზავა იკავებდა.