ბავშვზე ძალადობაში დადანაშაულებულ საბავშვო ბაღის აღმზრდელს ზუგდიდის სასამართლომ 5000- ლარიანი გირაო შეუფარდა

ბავშვზე ძალადობაში დადანაშაულებულ საბავშვო ბაღის აღმზრდელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 5000- ლარიანი გირაო შეუფარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასამართლოში განუცხადეს.

მშობელი მასწავლებელს 5 წლის ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აღმზრდელის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის და ბავშვზე ხელით შეხების ფაქტს თვითონ შეესწრო.

შს სამინისტრომ მასწავლებელს ბრალი 126-ე მუხლით წარუდგინა, რაც ძალადობას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს