„ომეგა ჯგუფის" იურისტის განცხადებით, არსებობს იმის შანსი, რომ „ოჯთ“-ის თანამშრომლებმა მუშაობა განაახლონ

„ომეგა ჯგუფის" იურისტის, ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც დასრულდება სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო დავა, არსებობს იმის შანსი, რომ შპს „ოჯთ“-ის თანამშრომლებმა მუშაობა განაახლონ.

რაც შეეხება ტელეკომპანია "იბერიას", ლევან აღდგომელაშვილის თქმით, კომპანიის მუშაობის განახლება იგეგმება, თუმცა ეს დამოკიდებულია "ომეგა ჯგუფის" ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას აეკრძალა საქართველოს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის მიხედვითაც შპს „ოჯთ“-ის მთლიანი ქონება აუქციონზე უნდა გაყიდულიყო. ასევე, „ომეგა ჯგუფის“ ინფორმაციით, საქართველოს მხარეს დაეკისრა საერთაშორისო სასამართლოს ბაჟის, იურიდიული ხარჯისა და მათზე ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსის მიხედვით დარიცხული 2%-იანი სარგებლის კომპენსაცია ზაზა ოქუაშვილის სასარგებლოდ.

სტოკჰოლმის სასამართლოს შუამდგომლობით „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა მიმართა. მოპასუხე მხარეს კი იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა