„ლავას-ოღლის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განაჩენს უახლოეს დღეებში გამოიტანს

კრიმინალური ავტორიტეტის მინდია გორაძის (იგივე „ლავას ოღლის“) ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია გორაძის საქმესთან დაკავშირებით განაჩენს ბათუმის სასამართლო უახლოეს დღეებში გამოიტანს.

მისივე თქმით, 10 აპრილს ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოადგენენ.

როგორც ალექსანდრე კობაიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გორაძეს სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად უკვე განესაზღვრა და არ შეიძლება პირმა ერთი და იგივე მუხლზე ორჯერ აგოს პასუხი.

„10 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს მინდია გორაძის სასამართლო პროცესი, დასკვნითი სიტყვები უნდა ვთქვათ, როგორ ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ. ​არანაირი მტკიცებულება არ აქვს ბრალდების მხარეს, ვერსიებზე და ჭორებზეა აგებული ბრალდება. მაგრამ თეორიულად თუ დავუშვებთ და სასამართლო მაინც მიიჩნევს, რომ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, სამართლებრივად ვერ მოხდება ამის აღსრულება. სასჯელის ნაწილში ვერ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, იმიტომ, რომ კანონიერ ქურდობაზე მას უკვე მისჯილი აქვს 12 წელი და არ შეიძლება პირმა ერთი და იგივე მუხლზე 2-ჯერ აგოს პასუხი. სასამართლო გადაყვეტილება გასაჩივრებული გვაქვს უზენაეს სასამართლოში", - განაცხადა კობაიძემ.

მისივე თქმით, დაზარალებულები აცხადებენ, რომ მინდია გორაძეს მათთვის არაფერი გამოუძალავს და არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

„თურქეთის რესპუბლიკაში ვიყავი, რათა აღმოფხვრილიყო მთელი რიგი დარღვევები და შეცდომები მის წინააღმდეგ, დაველობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს და იმედია, რომ შედეგს მივაღწევთ. შემდეგ უკვე გადავალთ იმ მნიშვნელოვან ფაზაზე და იმედი გვაქვს, რომ უზენაესი სასამართლო მოახდენს რეაგირებას არაფრისმთქმელ ბრალდებაზე დაფუძნებულ სარჩელზე და შეიცვლება მსჯელობაც და გადაწყვეტილებაც", - განაცხადა ადვოკატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა