რომან გოცირიძე ივანიშვილის წერილზე - ეს წერილი ისტორიის დამახინჯებული შეფასებაა - მთელი მისი სულისკვეთება არის „დაველოდოთ“, „მოვითმინოთ“

ვიდრე ივანიშვილი ცოცხალი იქნება, მანამდე უნდა მოვითმინოთ თურმე ეს დამყაყებული ვითარება, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა. დეპუტატის შეფასებით, ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის მთავარი არსი სიტყვა "მოვითმინოთ" არის. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ივანიშვილი ისტორიული ფაქტების დამახინჯებას და სათავისოდ მორგებას ცდილობს.

„ეს წერილი არის ისტორიის დამახინჯებული შეფასება. მთელი მისი სულისკვეთება არის ერთ ფრაზაში - ეს არის სიტყვა „დაველოდოთ“ და „მოვითმინოთ“. თურმე უნდა მოვითმინოთ. შვიდი წელი ხომ ითმენდა ხალხი სიღატაკეს და უსამართლობას და კიდევ 2030 წლამდე, ვიდრე ივანიშვილი ცოცხალი იქნება, უნდა მოვითმინოთ თურმე ეს დამყაყებული ვითარება. ეს არის ამ წერილის მთავარი შინაარსი. მერე ახსენებს იმ ცხრაწლიან რეჟიმს, რომელიც მას რა თქმა უნდა, არ მოსწონს. ფაქტიურად ყველა სიკეთე, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ იმკის და თუ კიდევ რამე შემორჩენილა და ამაყობს არის მზარდი ტურიზმი, ტურისტები სად მიდიან? ბათუმში, სიღნაღში, გუდაურში, მესტიაში და .ა.შ თურმე არაფერი ცხრა წელიწადს არ განხორციელებულა და ამათ აუშენებიათ საქართველო. დამახინჯებული შეფასება ისტორიისა და ძალიან ფარისევრული შეფასება ცხრა აპრილის. ბოლოს და ბოლოს უნდა განსაზღვროს ყველამ სად იდგა ცხრა აპრილს - დამოუკიდებლობის მხარეს იდგა თუ რუსეთის მხარეს. საქართველოს მხარეს იდგა როგორ თუნდაც მე ვიდექი თუ რუსეთში ბირჟაზე. „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბევრია შევარდნაძის კადრები და „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მორალური უფლება იმ მოვლენებიდან გამომდინარე რაც ხდებოდა და რაც ხდება შეაფასოს ისტორია ობიექტურად. ეს არის ისტორიის სუბიექტური დამახინჯება რაც ემსახურება ამ ხელისუფლების წარუმატებლობის გამართლებას. და ბოლოს არის ხვეწნა, რომ მოვითმონოთ. შვიდი წელი ითმენს ხალხი უსამართლობას და უმუშევრობას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს ავრცელებს. ყოფილი პრემიერი 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე ქვეყნის მიერ განვლილ გზას აფასებს, შედეგებს აჯამებს და მიიჩნევს, რომ „წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია“.

მისივე თქმით, ქაოსის მსურველი ძალები, სარგებლობენ რა „ქართული ოცნების“ მიერ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით, „კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში და დღესაც, მათი მთავარი დასაყრდენი კვლავ რაციონალიზმზე გამარჯვებული ემოციებია“.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა