დიღმის მასივში, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში ექსპერტთა კიდევ ახალი ჯგუფი მივიდა

დიღმის მასივში, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში ექსპერტთა კიდევ ახალი ჯგუფი მივიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ექსპერტების ეს ჯგუფი უშუალოდ აფეთქების ნაწილთან დაკავშირებული საკითხების დადგენაზე იმუშავებს.

როგორც ცნობილია, ადგილზე გუშინ ექსპერტთა კიდევ ერთი ჯგუფი იმყოფებოდა, რომელმაც კორპუსის მდგრადობის და იმის შესწავლის კუთხით დაიწყო მუშაობა, ვარგისია თუ არა შენობა საცხოვრებლად.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში ხუთ სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. დაშავდა 8 ადამიანი, მათგან 2 უკვე სახლში არის გაწერილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს