გია ვოლსკი - რეალურად, პოლიტიკურ ბრძოლას შეეწირა ეროვნული ინტერესები, მაშინ როცა გაერთიანება გვმართებდა - სწორედ ამაზე წერს ბიძინა ივანიშვილი

რასაკვირველია, პოლიტიკური ნიშნით დაყოფა ვერასდროს ვერ დასრულდება, რადგან ეს დემოკრატიის მთავარი ნიშანია - ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი გულისხმობს, არის ხელოვნური დაპირისპირება მხოლოდ იმისათვის, რომ რაღაც პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვო, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა.

“წერილი არის ჩვენი უახლოესი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდის შეფასება. რასაკვირველია, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ემოციაზე დაყრდნობით ძალიან ბევრი გადაწყვეტილება არის მიღებული. რეალურად, პოლიტიკურ ბრძოლას მნიშვნელოვანწილად შეეწირა ეროვნული ინტერესები, მაშინ როცა გაერთიანება გვმართებდა. სწორედ ამაზე წერს ბიძინა ივანიშვილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

აქვე ვოლსკიმ აღნიშნა, რომ როგორი მოწოდებებიც არ უნდა გაკეთდეს სახელისუფლო პარტიის მხრიდან, “რევანშიზმის მქადაგებელი პოლიტიკური ძალა დესტუქციულ ძალად დარჩება“.

“მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ მნიშვნელოვად ჩამორჩა თანამედროვეობის მოთხოვნებს და სისხლიან ლაქას, რაც მათ გააჩნიათ, ვერ მოიშორებენ. მათი მიზნები და ამოცანები გადართულია რევანშიზმის იმ ფორმაზე, რასაც პოლიტიკურ ბრძოლასთან არაფერი აქვს საერთოდ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს