სალომე სამადაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის შეკრებას და სხდომის უფლებამოსილების საკითხზე მსჯელობას ითხოვს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის შეკრებას და სხდომის უფლებამოსილების საკითხზე მსჯელობას ითხოვს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პარლამენტის რეგლამენტი პირდაპირ ამბობს, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ თითოეული დეპუტატი ინფორმირებული უნდა იყოს, რაც არ მომხდარა. სამადაშვილის თქმით, ოპოზიციისთვის და დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ინფორმაცია არავის მიუწოდებია.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-11 პუნქტი, ძალიან ნათლად ამბობს - რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში, თითოეული პარლამენტის წევრი უნდა იყოს გაფრთხილებული პირადად სხდომის მოწვევის შესახებ. აქ არაფერ შუაში არაა დამოუკიდებელი დეპუტატები არიან თუ ფრაქციაში შემავალი. ამიტომ, სანამ ეს სხდომა გაგრძელდება, ჩემი თხოვნაა შეიკრიბოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და გადაწყვიტოს რამდენად უფლებამოსილია დღევანდელი სხდომა, რომელიც არის შეკრებილი, მიუხედავად იმისა, რომ არავის არ გავუფრთხილებივართ ამ სხდომის მოწვევის შესახებ. ასეთი გაფრთხილება არ მიუღია ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან არც ერთ დეპუტატს, მიუხედავად ჩვენი კუთვნილებისა ფრაქციისა თუ დამოუკიდებელი სტატუსისა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს