მამუკა მდინარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ პოპულისტურ გამონათქვამებს, თითქოს, ქვეყანაში დიდი არეულობაა, უნდა დაუპირისპიროს დემოკრატიის ხარისხი

ეროვნულ სულისკვეთებას, 9 აპრილის სულისკვეთებას, განვითარებას, ხვალინდელ დღეზე ფიქრს უნდა დავაფუძნოთ ჩვენი მომავალი და სწორედ ამაშია საჭირო ერთიანობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების 30 წლისთავთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, „ქართულმა ოცნებამ“ პოპულისტურ გამონათქვამებს, რომლის მიხედვითაც, თითქოს, ქვეყანაში დიდი არეულობაა, უნდა დაუპირისპიროს დემოკრატიის ხარისხი, რასაც ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა მოჰყვეს.

„ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლების მთავარი მონაპოვარია თავისუფლება და ადამიანის უფლებები და ამავდროულად, ჩვენ ეროვნულ სულისკვეთებას, 9 აპრილის სულისკვეთებას, განვითარებას, ხვალინდელ დღეზე ფიქრს უნდა დავაფუძნოთ ჩვენი მომავალი და სწორედ ამაშია საჭირო ერთიანობა. რაც არ უნდა, პოპულისტური გამონათქვამებით და პიარ სტრატეგიებით, რომელიც მხოლოდ იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში არის დიდი არეულობა, ამით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, „ქართულმა ოცნებამ“ ამას უნდა დაუპირისპიროს მხოლოდ და მხოლოდ, სიმართლე ისევ და ისევ, მეტი განვითარება, დემოკრატიის ხარისხი, რასაც უნდა მიყვეს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რასაც უნდა მიყვეს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ჩვენ ერთიანი ძალებით ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო