გიგი უგულავა - ვეთანხმები ივანიშვილს - ეშმაკი ყოფს, მაგრამ მთავარი ეშმაკის ფეხი თავადაა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება.

როგორც გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა „ძლივს აღიარა“, რომ ქვეყანა „ეკონომიკურ კოლაფსშია“ და მას ეთანხმება ამ საკითხში.

„ვეთანხმები ივანიშვილს- ეშმაკი ყოფს! და ვინ თუ არა თვითონ ღვარძლის, ბოღმის და შურისძიებით დაყო ქვეყანა. გააჩინა ამოუვსები ნაპრალები საზოგადოებაში. მთავარი ეშმაკის ფეხი თავადაა!

ვეთანხმები ივანიშვილს, რომ "ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსშია". ძლივს აღიარა! მაგრამ ჰოი საოცრებავ - ყველა მთავრობის ბრალია ეს და ყველაზე ნაკლებად თურმე ამ ბედოვლათების, ვინც ბოლო 7 წელია მართავს ქვეყანას“, - წერს გიგი უგულავა.

მისივე თქმით, ივანიშვილის მხრიდან 9 აპრილზე საუბარი ამაზრზენია, რადგან, მისი თქმით, „ის 1989 წელის მერე რუსეთის და არა საქართველოს მოქალაქე გახდა და "ვიგოვორის" გაადვილებისთვის ბიძინას ნაცვლად პასპორტში ბორისი ჩაიწერა“.

„ვეთანხმები ივანიშვილს, რომ პირველი ოქტომბერი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ როცა მას 9 აპრილს ადარებ, თან ისე, რომ „ვარდების რევოლუციას“ არ ახსენებ, უბრალოდ, მეწვრილმანე მატყუარა ხარ. არ დარდება ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება საბჭოთა კავშირიდან, ერთი პარტიის მეორეზე გამარჯვებასთან.

უბრალოდ ამაზრზენია ივანიშვილის მხრიდან 9 აპრილზე საუბარი, მაშინ როცა ის 1989 წელის მერე რუსეთის და არა საქართველოს მოქალაქე გახდა და "ვიგოვორის" გაადვილებისთვის „ბიძინას“ ნაცვლად პასპორტში „ბორისი“ ჩაიწერა.

მოკლედ - დეგრადირებული მმართველის უტიფარი ტირადაა.

შიშს დიდი თვალები აქვს“, - წერს გიგი უგულავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო