ირაკლი კობახიძე  ივანიშვილის წერილზე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოებაში იყოს უზრუნველყოფილი ერთიანობა და ერთსულოვნება

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისტორიულ გამოცდილებაზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოებაში იყოს უზრუნველყოფილი ერთიანობა და ერთსულოვნება და სწორედ ამ სულისკვეთებით არის დაწერილი ის წერილი, რომელიც დღეს საზოგადოებას წარუდგინა ბიძინა ივანიშვილმა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქართველი ხალხი არასდროს ყოფილა ისეთი ერთიანი და ერთსულოვანი, როგორც 1989 წლის 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ. მისივე თქმით, მთავარი, რამაც ქვეყანაში პრობლემები განაპირობა, სწორედ ერთიანობის არ არსებობა და განხეთქილება იყო საზოგადოებაში.

„9 აპრილი არის მოვლენა, რომელიც ჩვენ შეგვახსენებს ერთიანობის და ერთსულოვნების მნიშვნელობას. არასდროს ისეთი ერთიანი და ერთსულოვანი არ ყოფილა ქართველი ხალხი, როგორც 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ. შემდეგ გვახსოვს ჩვენ მოვლენების განვითარება და მთავარი, რამაც განაპირობა პრობლემები ჩვენს ქვეყანაში, იყო სწორედ ერთიანობის არარსებობა და განხეთქილება საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რა თქმა უნდა, ამ ისტორიულ გამოცდილებაზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში იყოს უზრუნველყოფილი ერთიანობა და ერთსულოვნება და სწორედ ამ სულისკვეთებით არის დაწერილი ის წერილი, რომელიც დღეს საზოგადოებას წარუდგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, არის რადიკალიზაციისა და განხეთქილების გაღრმავების მცდელობა, ხოლო მმართველი გუნდის ამოცანა საზოგადოების ერთიანობის ხელშეწყობა და სახელმწიფოს წინსვლაა.

„არის რადიკალიზაციის მცდელობა, განხეთქილების გაღრმავების მცდელობა და ეს აწყობთ, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც სურთ რევანში და არა საზოგადოების და სახელმწიფოს წინსვლა. ჩვენი ამოცანა არის სახელმწიფოს წინსვლა, აქედან გამომდინარე, არავის არ უნდა მივცეთ რადიკალიზაციის, განხეთქილების ჩამოგდების შესაძლებლობა და მოწოდებული ვართ იქითკენ, რომ პირიქით, ხელი შევუწყოთ საზოგადოების ერთიანობას და საზოგადოების დარაზმვას საერთო მიზნის გარშემო და ეს საერთო მიზანი არის სახელმწიფოს განვითარება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელება, ჩვენი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება, კეთილდღეობის დონის ამაღლება ჩვენს ქვეყანაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
Konica Minolta-ს პირველი ოფისი 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით
აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა
Volvo Art Night - ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ (R)
Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში  - „ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება“
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი - "საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები” ჩატარდა