თინა ბოკუჩავა გია ვოლსკის - ირაკლი კობახიძე მალულად წავიდა მივლინებაში და თქვენ შეგატოვათ პასუხისმგებლობა, რომ არაუფლებამოსილი სხდომა წაიყვანოთ

ძალიან სამწუხაროა, რომ თავად ირაკლი კობახიძე მალულად წავიდა მივლინებაში და თქვენ შეგატოვათ პასუხისმგებლობა, რომ არაუფლებამოსილი სხდომა წაიყვანოთ,“ - ამ სიტყვებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიმართა. ბოკუჩავას განცხადებით, ის ფაქტი, რომ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მიზეზი დეპუტატების მიერ პულტის ღილაკების ვერ გარჩევაა, სირცხვილია.

„მოგმართავთ თქვენ, როგორც სხდომის წამყვანს, რომ დღევანდელი სხდომა გაუქმდეს, მით უმეტეს თუ სხდომის დღეს ჩატარების მიზეზი ის არის, რომ ბატონი გვენეტაძე მივლინებაში აპირებდა წასვლას. მემგონი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხალხის წინაშე მეტი პასუხისმგებლობა ავალია, რომ პარლამენტში მოვიდეს მაშინ, როდესაც სხდომა იქნება უფლებამოსილი. თავისთავად, ის, რომ რიგგარეშე სხდომა ინიშნება იმის გამო, რომ დეპუტატები პულტის ღილაკებს ვერ არჩევენ, ჩემი აზრით, სირცხვილია და ამ მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინოა პარლამენტარიზმის ისტორიაში,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო