ემზარ კვიციანი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის და მთის კანონის კენჭისყრაზე ხელახლა გატანას ითხოვს

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის და მთის კანონის კენჭისყრაზე ხელახლა გატანას ითხოვს.

როგორც კვიციანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ამას სამართლიანობა მოითხოვს.

მისივე განცხადებით, ის „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების წინააღმდეგი არ არის.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტის მეოთხედ კენჭისყრაზე გატანის საწინააღმდეგო არაფერი გამაჩნია. მაგრამ სამართლიანობის დასამკვიდრებლად, რადგანაც იმ პერიოდში, როცა კენჭი მესამედ უყარეთ, დეპუტატებს შეეშალათ ფერები, სხვა დანარჩენი კენჭისყრისასაც იქნებ შეეშალათ პატივცემულ დეპუტატებს ფერები?! მოვითხოვ სამართლიანობის დამკვიდრებისთვის ანტიდისკრიმინაციული კანონისა და მთის კანონის კენჭისყრაზე ხელახლა გატანას “, - განაცხადა კვიციანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა