აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ახალი  თავმჯდომარე - 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი მისია შევასრულოთ

24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი მისია შევასრულოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ახალმა თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განუცხადა.

გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და იმ კანონსაც შეეხო, რომელის მიხედვითაც აფხაზეთში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაზე სიკვდილით დასჯის შემოღება იგეგმება.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება და განსაკუთრებით უმაღლესი საბჭო ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება გახლავთ.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ამოცანა იქნება ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც ფეხქვეშ ითელება წლების განმავლობაში. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება დეოკუპაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება. რაც შეეხება სიკვდილით დასჯის კანონს, ეს ე.წ კანონი შეიძლება გამოყენებული იყოს სრულიად უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ და პოლიტიკური და ეთნიკური ნიშნით გააგრძელონ ქართული მოსახლეობის ფიზიკური განადგურება სწორედ ამ კანონის საფუძველზე. ჯერ ერთი 21-ე საუკუნეში სიკვდილის დასჯის შემოღება არის ველურობა, თუმცა ველურობასთან ერთად ამ კანონს პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს“, - განაცხადა გამახარიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს