საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განმარტებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ლეგიტიმურია

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, პარლამენტის დღევანდელი რიგგარეშე სხდომა ლეგიტიმურია, რადგან რეგისტრაცია გაიარა საჭირო რაოდენობის დეპუტატმა. როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, რეგლამენტში მითითებული წინადადება დეპუტატების ინფორმირებულობაზე, იმისთვისაა, რომ სხდომათა დარბაზში სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც მივიდეს, რათა ქვორუმი შედგეს. ამასთან მაჭარაშვილმა გაიზიარა იმ დეპუტატების შენიშვნა, რომლებმაც განაცხადეს, რომ რიგგარეშე სხდომის თაობაზე მათ ინფორმაცია არ მიუღიათ.

„ვეთანხმები გამოსვლელებს, რომ რიგგარეშე სხდომის დროს უნდა უზრუნველყოს აპარატმა, რომ ყველა დეპუტატმა მიიღოს ინფორმაცია და ეს შეგვიძლია ჩვენ ვთხოვოთ აპარატს, რომ სამომავლოდ გაითვალისწინოს. თუმცა მუხლში ჩადებული წინადადების - ყველა დეპუტატს ეცნობოს რიგგარეშე სხდომის შესახებ მიზანი არის ის, რომ პარლამენტში მოვიდეს სრული შემადგენლობის უმრავლესობა, მინიმუმ 76 დეპუტატი და გაიაროს რეგისტრაცია, რათა სხდომა იყოს უფლებამოსილი, რაც შედგა. როცა დარბაზში ვართ, ესე იგი, გავიგეთ რიგგარეშე სხდომის შესახებ და მოვედით. უფლებამოსილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის. სხდომა უფლებამოსილია იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციას გაივლის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, მინიმუმ 76 დეპუტატი. ვიცით, რომ რეგისტრაცია გაიარა 108 დეპუტატმა, შესაბამისად, ეს არის იმის საფუძველი, რომ სხდომა იყოს ლეგიტიმური“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს