ლევან გოგიჩაიშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომაზე რეგისტრაცია არ გაიარა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია განზრახ არ გაიარა. მან გია ვოლსკის, რომელიც დღევანდელ სხდომას ხელმძღვანელობს, მიმართა, რომ მის მიერ რეგისტრაციის არ გავლა, პროტესტის ნიშნად დაეფიქსირებინათ.

ამასთან, ლევან გოგიჩაიშვილმა დღევანდელი სხდომის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განმარტება გააკრიტიკა.

„რას ნიშნავს ბატონო გურამ, ანუ თუ უმრავლესობა შეიკრიბება, ე.ი. დანარჩენები გინდ ყოფილან, გინდ არა? მე ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე არასწორი გამოსვლაა. ასეთი გამოსვლები არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს არ არის პარლამენტის წევრის ენა, როდესაც ამბობთ, რომ 76 კაცი შევიკრიბეთ და დანარჩენებს თავში ქვა გიხლიათ. ეს არასწორია, ეს არაფერში არ ჯდება. თუ დღეს თქვენ აფიქსირებთ, რომ ეს არის რეგლამენტის დარღვევა, იქნებ შეიკრიბოთ საპროცედურო კომიტეტი და ამის შემდეგ განახლდეს პარლამენტის სხდომა,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, სხდომა უფლებამოსილია იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციას გაივლის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, მინიმუმ 76 დეპუტატი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს