რაისა ქარაია -  ჯემალ გამახარია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობისთვის ყველანაირი მეთოდით იბრძოდა

ჯემალ გამახარია წელიწადი და რვა თვე თავმჯდომარეობისთვის ყველანაირი მეთოდით იბრძოდა, - ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა რაისა ქარაიამ საბჭოს ახალი თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას შესახებ განაცხადა.

ქარაია ერთადერთი დეპუტატი იყო, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და ამ ფორმით გამოხატა პროტესტი წარდგენილი კანდიდატის მიმართ.

„წელიწადი და რვა თვე იბრძოდა იმისთვის, რომ გია გვაზავას დაეტოვებინა თავმჯდომარის პოსტი და თვითონ მოსულიყო. კაცი, რომელიც ამბობს: „შენ წადი მე უნდა მოვიდეო“, ჩემთვის მიუღებელია. წასვლის და ახლის მოსვლის საკითხი უნდა გადაწყვიტოს კოლექტივმა და თან იმ პერიოდში, როდესაც როტაციის დროა და არა წინასწარ, ცილისწამებებისა და არასწორი მოქმედებების ფონზე“, - განაცხადა რაისა ქარაიამ.

მისივე თქმით, ჯემალ გამახარიას არ აქვს უნარი თანამშრომლების ერთ გუნდად შეკვრის.

„ის ვერ შეკრავს გუნდს. დღესაც გამოჩნდა ეს. სხვა რომ არაფერი, მას აფხაზეთში არც კი უბრძოლია. თუმცა ვიტყვი, რომ ძმა ნამდვილად დაეღუპა იქ. აფხაზეთში არძიმბას განცხადებებს უწერდა, რომ ქართული პრეზიდიუმი დაშლილიყო და ახალი აერჩიათ ომის დროს. არ მომწონდა მისი ეს ქმედებები. მეგონა, რომ ადამიანურად მოინანია და ახლა სხვა პლატფორმაზე იდგა, მაგრამ ეს წელიწადნახევარი ის თავმჯდომარეობისთვის იბრძოდა ნებისმიერი მეთოდით და ეს ჩემთვის მიუღებელი იყო“,- განაცხადა ფრაქცია „ ახალი აფხაზეთი სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გახდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა