ირმა ნადირაშვილი - დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ცხვრებივით შეგვკრიბეთ ისე, რომ შეტყობინებაც არ გამოგვიგზავნეთ

დღეს აქ ცხვრებივით შეგვკრიბეთ ისე, რომ შეტყობინებაც არ გამოგვიგზავნეთ, - ამ სიტყვებით “ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა უმრავლესობას რიგგარეშე სხდომის გახსნისას მიმართა.

“ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ დარბაზში სიტყვას რაიმე ფასი ჰქონდეს. 5 აპრილს, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომა დამთავრდა, ჩვენ გვითხრეს, რომ მოსმენა 16 აპრილს გაგრძელდებოდა. დღეს აქ უბრალოდ ცხვრებივით შეგკვრიბეთ ისე, რომ შეტყობინებებიც არ გამოგვიგზავნეთ“, - მიმართა ირმა ნადირაშვილმა “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატები დღეს იმას აპროტესტებდნენ, რომ მათთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე არავის უცნობებია და დაირღვა რეგლამენტი, რომლის მიხედვით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ დეპუტატებს პირადად უნდა ეცნობოთ.

აღნიშნულ თემაზე დისკუსიის მიუხედავად, პრეზიდენტის აქტით მოწვეული რიგგარეშე სხდომა მაინც გაიხსნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა