ეკა ბესელია - წინადადება მაქვს, მოვხაზოთ ნორმები, რომლის დარღვევა შეიძლება და რომლის არა - რისთვის მივიღეთ რეგლამენტი, თუკი ყველა სხდომაზე უნდა დავარღვიოთ?!

მაქვს წინადადება, რეგლამენტში მოვხაზოთ ნორმები, რომლის დარღვევა შეიძლება და რომლის დარღვევა არ შეიძლება - რისთვის მივიღეთ რეგლამენტი, თუკი ყველა სხდომაზე უნდა დავარღვოთ?! - აღნიშნული განცხადება რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ გააკეთა.

„მგონია, რომ ყველას აწუხებს თუ როგორ გამოიყურება პარლამენტი, რომელიც ისე ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, რომ პროცედურას არ იცავს. ისე ნიშნავს ბიუროს სხდომა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის არის სასურველი და მნიშვნელობა არა აქვს, რა წერია რეგლამენტში“, - განაცხადა ბესელიამ რიგგარეშე სხდომის გახსნისას.

უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატები დღეს იმას აპროტესტებდნენ, რომ მათთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე არავის უცნობებია და დაირღვა რეგლამენტი, რომლის მიხედვით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ დეპუტატებს პირადად უნდა ეცნობოთ.

აღნიშნულ თემაზე დისკუსიის მიუხედავად, პრეზიდენტის აქტით მოწვეული რიგგარეშე სხდომა მაინც გაიხსნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო