მაია ცქიტიშვილი ივანიშვილის წერილზე - წერილში დავინახე იმ მოვლენების ძალიან ღრმა ანალიზი, რაც ჩვენ 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში ვიხილეთ

წერილში მე დავინახე იმ მოვლენების ძალიან ღრმა ანალიზი, რაც ჩვენ 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში ვიხილეთ ქვეყანაში, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ღია წერილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ემოციურად გაერთიანდეს საერთო პრობლემების დასაძლევად და მიუხედავად ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისადმი კუთვნილებისა, საერთო პრობლემების კონსოლიდირებულად დაძლევა მოხდეს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება წინ უსწრებს ეკონომიკური განვითარების დონეს.

„ჩვენი მენტალობა, სულისკვეთება, პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, არის ბმაში და იმ დონეზეა, რა დონეც ავსტრიაში, შვეიცარიაში. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ განვითარებაზე , მაშინ გვაქვს პრობლემები სხვადასხვა სფეროშო, რასაც ოპონენტები ხშირად არაკეთილსინდისიერად იყენებენ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულების შესაქმნელად“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა