ხათუნა გოგორიშვილი კობა გვენეტაძეს - ვერ წარმოიდგენთ, რომ 2000-3000-4000 ლარი შეიძლება სესხად დასჭირდეს ადამიანს, იმიტომ, რომ ეს თქვენი ერთი ან ორი დღის შემოსავალია

ვერ წარმოიდგენთ, რომ 2000-3000-4000 ლარი შეიძლება სესხად დასჭირდეს ადამიანს, იმიტომ, რომ ეს თქვენი ერთი ან ორი დღის შემოსავალია, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

გოგორიშვილმა კობა გვენეტაძის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას აქცენტი საბანკო რეგულაციებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მას ამ რეგულაციების გაუქმებაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმედი არ აქვს. ამიტომ გოგორიშვილმა კოლეგებს მიმართა და მოუწოდა გააუქმონ საბანკო რეგულაციები.

„თავიდან მქონდა განცდა - ეროვნულ ბანკს აქვს ასეთი მოდუსი, რომ თავისივე მიღებულ გადაწყვეტილებას დაიცავს კბილებით. მაგრამ მერე ვნახე თქვენი დეკლარაცია ბატონო კობა და მივხვდი, რომ თქვენ უბრალოდ ასე აზროვნებთ. თქვენ სხვა ქვეყანაში ცხოვრობთ. თქვენ არ ცხოვრობთ რეალურ საქართველოში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს სესხი და თქვით კიდევაც, რომ სესხი არასდროს გქონიათ, მით უმეტეს ვერ წარმოიდგენთ, რომ 2000-3000-4000 ლარი შეიძლება სესხად დაჭირდეს ადამიანს, იმიტომ, რომ ეს თქვენი ერთი ან ორი დღის შემოსავალია. ამიტომ, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, ნუ მივანდობთ ასეთ გადაწყვეტილებებს, ჩვენი მოქალაქეების ბედის გადაწყვეტილებებს ისეთ ადამიანს, რომელსაც წელიწადში შემოსავალი 405 ათასზე მეტი აქვს“, - განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, გოგორიშვილმა კობა გვენეტაძე ლარიზაციის გამოც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც გვენეტაძე მოუწოდებს ყველას ყველაფრის ლარში გადატანას, თავად დანაზოგების უმეტესობა დოლარში აქვს.

„თქვენ მოგვიწოდებთ და გვმოძღვრავთ, ყველაფერი გადავიტანოთ ლარში, მაგრამ ამ დროს, თქვენი 41 საბანკო ანგარიშიდან და ძალიან სიმბოლურია 41 საბანკო ანგარიში გაქვთ, 16 არის სადოლარე, 25 არის ლარის. ამ სადოლარე ანგარიშზე 585 482 დოლარი გაქვთ, გაცილებით მეტი ვიდრე ლარში. ყველას ასწავლით, რომ ლარში ჰქონდეს დანაზოგი, თქვენ პირადად გაქვთ დოლარში“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს