ირმა ნადირაშვილი კობა გვენეტაძეს - თქვენ ნასიამოვნები ხართ იმ საქმით, რაც „თიბისის“ დამართეთ - ცუდად მოიქეცით, თქვენი საქციელი ვერ ჩაივლის უკვალოდ

თქვენ ნასიამოვნები ხართ იმ საქმით, რაც „თიბისი ბანკსა“ და მამუკა ხაზარაძეს დამართეთ, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. ნადირაშვილის თქმით, კობა გვენეტაძის საქციელი უკვალოდ არ ჩაივლის.

„თქვენ ნასიამოვნები ხართ იმ საქმით, რაც „თიბისი ბანკსა“ და მამუკა ხაზარაძეს დამართეთ. მე არ ვიცი, ეს რატომ გააკეთეთ, შესაძლოა, ეს მაღალი შემოსავლების შესანარჩუნებლად, შეიძლება იმიტომ, რომ მართლა ვერ გაუძელით ზეწოლას... არ ვიცი, მაგრამ ძალიან ცუდად მოიქეცით. თქვენი საქციელი ვერ ჩაივლის უკვალოდ. თქვენ აუცილებლად მოგიწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რატომ არ დაუდეგით გვერდში ამ ფინანსურ ინსტიტუტს და რატომ არ გააკეთეთ ყველაფერი, რომ არ დამდგარიყო ის შედეგი, რომელიც დადგა,“ - მიმართა ნადირაშვილმა კობა გვენეტაძეს.

გარდა ამისა, დეპუტატმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საბანკო რეგულაციების გამოც გააკრიტიკა. ნადირაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ როდესაც ხელისუფლება აღნიშნული რეგულაციების გაუქმებას გადაწყვეტს, კობა გვენეტაძეს აზრს არ ჰკითხავენ.

„რა თქმა უნდა, აქაც მოიქეცით ტრადიციულად. საერთოდ არ გიფიქრიათ, რა შედეგი მოყვებოდა. ჯერ ნაბიჯებს გადადგამთ და შემდეგ იწყებთ ფიქრს, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. თუმცა იქაც ვერ ფიქრობთ ერთნაირად. ფინანსთა მინისტრი გამოდის და ერთს ამბობს, პრემიერ-მინისტრი გამოდის და მეორეს, რომ შეიძლება გადახედონ ამ რეგულაციებს, თქვენ გამოდიხართ და ამბობთ, რომ 6-9 თვე არაფერი არ არის და ამბობთ, რომ ადამიანები გაუძლებენ. აქაც იმედი მაქვს, რომ ისევე როგორც ამ რეგულაციების შემოღება არავინ არ გკითხათ, როცა გააუქმებენ, ამასაც არავინ გკითხავთ“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა