კობა გვენეტაძე - ჩვენ მიერ გატარებული თითოეული ღონისძიების სამართლიანობაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი

ჩვენ მიერ გატარებული თითოეული ღონისძიების სამართლიანობაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი - ჩვენი ნაბიჯები მხოლოდ კონსტიტუციითა და კანონით განსაზრულ ნორმებს ეფუძნებოდა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენატაძემ დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც მან დეპუტატებს მიმართა, საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი დასკვნები ცხადყოფს, რომ ეროვნული ბანკი სწორ საზედამხედველო პოლიტიკასა და წარმატებულ რეფორმებს ახორციელებს.

“ჩვენს მიერ გატარებული რეფორმებით ვამყარებთ ფინანსური სტაბილურობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის საფუძველებს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამისთვის ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძის მოსმენას ორი პლენარული სხდომა დაეთმო. მან “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და 2019 წლის 1-ელ იანვარს შემოღებულ საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ ისაუბრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა