არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას -  ძვირფასო კოლეგებო, თქვენ  ძალიან დაბალფასიან ირონიაზე გადასულხართ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დეპუტატების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლებს გამოეხმაურა.

„მინდა გამოვეხმაურო, ქალბატონ ირმა ნადირაშვილს და ზურა ჭიაბერაშვილს და მოკლედ ვუპასუხო: თქვენ, ძვირფასო კოლეგებო, ძალიან დაბალფასიან ირონიაზე გადასულხართ, დღეს მოგისმინეთ და ესეც ეროვნული ბანკის რეგულაციებს ხომ არ უკავშირდება?! იქნებ აგვიხსნათ“- მიმართა კოლეგებს არჩილ თალაკვაძემ.

მანამდე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

„თქვენ ნასიამოვნები ხართ იმ საქმით, რაც „თიბისი ბანკსა“ და მამუკა ხაზარაძეს დამართეთ, - ამ სიტყვებით ირმა ნადირაშვილმა კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. ნადირაშვილის თქმით, კობა გვენეტაძის საქციელი უკვალოდ არ ჩაივლის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა