მაია ცქიტიშვილი - სამთავრობო სტრატეგიაზე საუბრისას მნიშვნელოვანია კომპლექსურობის შენარჩუნება, რათა მივიღოთ ის შედეგი, რასაც ველოდებით

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დისკუსიის პანელზე მაია ცქიტიშვილმა სოფლის განვითარების მიმართულებით არსებულ ხედვასა და სახელმწიფოს სტრატეგიაზე ისაუბრა.

„ყველა ის აქტივობა, რომელსაც მთავრობა ან ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს, არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია კომპლექსურობის შენარჩუნება იმისთვის, რომ მივიღოთ ის შედეგი, რასაც ყველანი ველოდებით. სოფლის განვითარების სტრატეგიაც შეუძლებელია წარმატებული იყოს განათლების განვითარების, ფისკალური დეცენტრალიზაციის, მმართველობითი სისტემების დახვეწის, ეკონომიკური აქტივობის და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის გარეშე. ეს არის მიდგომა, რომელიც ასახულია თითოეული სამინისტროს სტრატეგიაში და ამავდროულად არის ურთიერთდაკავშირებული, რაც უზრუნველყოფს რეგიონების უფრო სწრაფ განვითარებას,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო