ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროში უწყების წარმომადგენლებს ხვდებიან

ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროში უწყების წარმომადგენლებს ხვდებიან.

ერთ-ერთი მეზღვაურის რაულ ტაკიძის მამის ფრიდონ ტაკიძის თქმით, ისინი უწყებისგან პასუხს ითხოვენ, თუ რა დახმარებას გაუწევს სამინისტრო ქართველ მეზღვაურებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში შევდივართ, რომ გავიგოთ რას დაგვპირდება და რით დაგვეხმარებიან ჩვენი ბიჭების დაბრუნებისთვის. სამუშაო ფორმატის სახე ექნება ამ შეხვედრას. ჩემი შვილი წნეხის ქვეშ არ არის, ე.წ. შიდა პატიმრობაშია უკვე ოთხი თვეა და გამოძიება არ მთავრდება, ჭიანურდება. არანაირი ადვოკატი არ ჰყავთ. თურქეთის საელჩოს წარმომადგენელი არის იქ და ამხნევებს, რომ ყველაფერი დამთავრდება",-აცხადებს ფრიდონ ტაკიძე.

ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 15:00 საათზე შეიკრიბნენ. მეზღვაურების ოჯახის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და უწყებისგან ითხოვენ ორი ქართველი მეზღვაურის - რაულ ტაკიძისა და მანუჩარ კეკელიძის მიმართ ყურადღება გამოიჩინონ. აქციის მონაწილეებს შეხვდა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი, რომელმაც შეხვედრის სამუშაო ფორმატში გაგრძელება სთხოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო