მარიამ ჯაში - კოლეგებმა ოპოზიციიდან ყველაფერი გააკეთეს, რომ გამოცდების გაუქმებაზე კენჭისყრა არ შემდგარიყო, მაგრამ პროცედურული ომი დასრულებულია, კანონი კი მხარდაჭერილია

ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან გააკეთეს ყველაფერი, რომ კენჭისყრა არ შემდგარიყო, მაგრამ პროცედურული ომი დასრულებულია, კანონი კი მხარდაჭერილია, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური მხარდაჭერის პრობლემა აღნიშნულ კანონს არ ჰქონდა, ეს იყო მხოლოდ ტექნიკური საკითხი.

„შესაბამისად დღეს უკვე საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის არსებული დუბლირება არის აღმოფხვრილი, 11-ე და 12-ე კლასის გამოცდების ჩატარება კანონის დონეზე ამოღებულია",- განაცხადა ჯაშმა კანონპროექტის დამტკიცების შემდგომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯი განათლების სამინისტროდან სამუშაო პროექტის მიღება იქნება.

„პირველი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია საატესტატო გამოცდების რეფორმასთან დაკავშირებით, ემსახურება იმ დუბლირების, ორი ცენტრალიზებული, მაღალი რისკის გამოცდებიდან უფრო ეფექტური და რეზონული სისტემის მიღებას. აპრილის ბოლოს ველოდებით განათლების სამინისტროდან სამუშაო დოკუმენტს, რომელშიც იქნება აღწერილი კომპლექსურად როგორც ეროვნულ გამოცდებთან მიმართებაში მომავალი წლისთვის დაგეგმილი ცვლილებების სამუშაო პროექტი, ასევე სკოლის ეტაპზე, მეოთხე, მეექვსე და მეათე საფეხურებზე სადიაგნოსტიკო და შეფასებითი გამოცდების სისტემა. მოსწავლეებს სჭირდებათ საინტერესო და შემოქმედებითი სასწავლო გარემო და სწორედ ამ გარემოთი უნდა უზრუნველვყოთ მათი დაინტერესება და სკოლაში ჩართულობა და არა - ხისტი საგამოსტო სისტემით, რომელიც ხარისხობრივად ნამდვილად არ აუმჯობესებდა სასწავლო გარემოს", - განაცხადა ჯაშმა.

პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივას მხარი 80 ხმით დაუჭირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა