მარიამ ჯაში - სახელისუფლებო გუნდის ინტერესია, რომ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება მაქსიმალურად დროულად დასრულდეს

აბსოლუტურად ყველა ჩვენგანის, განსაკუთრებით, სახელისუფლებო გუნდის ინტერესია, რომ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება მაქსიმალურად დროულად დასრულდეს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა.

„ჩვენმა კოლეგებმა, რომლებიც აგრეთვე ბაჩანა შენგელიას მეგობრები და კოლეგები არიან, პირველივე დღეებიდან ეს განცხადება გაავრცელეს. საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში ჩვენ ორჯერ გვქონდა უშუალოდ ამ თემასთან დაკავშირებით განხილვა და ბუნებრივია, რომ არის აბსოლუტურად ყველა ჩვენგანის ინტერესი, განსაკუთრებით სახელისუფლებო გუნდის, რომ მაქსიმალურად დროულად იყოს გამოძიება დასრულებული. სახელმწიფო პირველ რიგშია დაინტერესებული ამ შემთხვევაში და სხვა ნებისმიერ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც შეიძლება, ჩნდებოდეს კითხვები, რომ მათ მაქსიმალურად მალე გაეცეთ პასუხი",- განაცხადა ჯაშმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო