ნუკრი ქანთარია - ივანიშვილის წერილი უგულავაზე და ბობოხიძეზე კი არა, საზოგადოებაზეა გათვლილი და გვთავაზობს, თითოეული მოქალაქე 9 აპრილის ანალიზით დაკავდეს

„ივანიშვილის წერილი უგულავაზე და ბობოხიძეზე კი არა, საზოგადოებაზეა გათვლილი და გვთავაზობს, თითოეული მოქალაქე 9 აპრილის ანალიზით დაკავდეს",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

ნუკრი ქანთარია გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის წერილს და აღნიშნა, რომ წერილში ივანიშვილს საუბარი იმ ერთიანობაზე აქვს, რაც საქართველოში 9 აპრილის შემდგომ იყო და რაც ძალიან იშვიათად ხდება.

„მე მონაწილე ვიყავი და 9 აპრილის შემდეგ 1 კვირის განმავლობაში იყო მთელი ერის გაერთიანება. საოცარი ერთიანობა იყო მაშინ და ეს ალბათ იყო იმ დიდი ტკივილებით გამოწვეული, რაც 9 აპრილს მოხდა. ალბათ ამას გულისხმობს ივანიშვილი, მაგრამ ასეთი გაერთიანება ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე და ძალიან დიდ მოვლენებს უკავშირდება",- განაცხადა ქანთარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს