სუს-ში მისაღები კადრები სპეციალური მომზადების კურსს შსს-ს აკადემიის ნაცვლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში გაივლიან

სუს-ში, სხვადასხვა თანამდებობაზე მისაღები კანდიდატები სპეციალური მომზადების საგანმანათლებლო კურსს შსს-ს აკადემიის ნაცვლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფში გაივლიან.

ცვლილებები “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები არიან დეპუტატები: სიმონ ნოზაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, გია ბენაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე და ლევან გოგიჩაიშვილი. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავად განახორციელოს შესაბამისი კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის, მისი ფუნქციონირების გარდამავალ ეტაპზე, აუცილებელი იყო, ესარგებლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგი სერვისების გამოყენებით, მათ შორის შსს-ს აკადემიაში სპეციალური პროფესიული განათლების მიღებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას კანონით დაევალა, რომ განეხორციელებინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

ამ ეტაპზე საჭიროება მოითხოვს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში შეიქმნას და განვითარდეს ცვალებად გარემოსთან შესაბამისობაში მყოფი, უსაფრთხოების სისტემისთვის მაღალკვალიფიციური პერსონალის უწყვეტად მომზადება-გადამზადების განმახორციელებელი სპეციალური მომზადების ცენტრი“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს