ალექსანდრე ლუკაშენკო - მე და პეტრო პოროშენკოს ოდესღაც ერთი საერთო მეგობარი გვყავდა - მიხეილ სააკაშვილი

მე და პეტრო პოროშენკოს ოდესღაც ერთი საერთო მეგობარი გვყავდა - მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტმა უპასუხა გამოცემის კითხვას, თუ რომელ კანდიდატს მიანიჭებდა უპირატესობას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„არ დავიწყებ ანალიტიკოსობას და ორი კანდიდატის ერთმანეთთან შედარებას. ერთს მე ძალიან კარგად ვიცნობ, მეორე კი მხოლოდ კინოში მინახავს - მას როგორც პოლიტიკოსს, არ ვიცნობ. მაგრამ მე ერთ რაღაცას გეტყვით, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან: მე და პეტრო პოროშენკოს ოდესღაც ერთი საერთო მეგობარი გვყავდა - მიხეილ სააკაშვილი. როცა იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო და არჩევნებს ატარებდა, ჯერ კონსტიტუცია შეცვალა, მერე კიდევ რაღაცა და ხალხს ხუმრობა-თამაშები დაუწყო. ასეთმა ქცევამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მას საქართველოს დატოვება და სხვა ქვეყნებში მიმალვა მოუწია. პეტრო პოროშენკოს რომ სახურავზე აძვრომა და იქიდან ყვირილი არ მოუწიოს - "არიქა, მიშველეთ, უკრაინელებოო", იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინელებმა მას მხარი დაუჭირონ. პეტრო პოროშენკომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხალხმა ხმა სწორედ მას მისცეს", - აცხადებს ალექსანდრე ლუკაშენკო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა