„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“- გამოკითხულთა 84%-ის აზრით, ე.წ.ხორავას ქუჩის საქმე სამართალდამცველებმა საფუძვლიანად არ გამოიძიეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას (96%) სმენია 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ.

ამავე დროს, გამოკითხულთა 84%-ის აზრით, ე.წ.ხორავას ქუჩის საქმე სამართალდამცველებმა საფუძვლიანად არ გამოიძიეს.

გამოკითხულთა 79% ფიქრობს, რომ ზოგადად, გახმაურებულ საქმეებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

კვლევა 2019 წლის 20 თებერვლიდან - 5 მარტის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 2087 ადამიანი. ცდომილების ზღვარი 2.3%-ია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო