„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - გამოკითხულთა 73% სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას არ ეთანხმება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა (73%) არ ეთანხმება სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას.

ამასთან, კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო უნდა იყოს.

რაც შეეხება სასკოლო განათლების ხარისხს, გამოკითხულთა უმრავლესობა (45%) სასკოლო განათლების ხარისხს საშუალოდ აფასებს, ხოლო გამოკითხულთა მესამედი - უარყოფითად.

კვლევა 2019 წლის 20 თებერვლიდან - 5 მარტის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 2087 ადამიანი. ცდომილების ზღვარი 2.3%-ია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა