ვლადიმერ კონსტანტინიდი - ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებს თურქი და ლიბიელი ადვოკატები იცავენ

ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებს თურქი და ლიბიელი ადვოკატები იცავენ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა მეზღვაურების ოჯახის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ.

„დადასტურდა, რომ მეზღვაურების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ. ისინი ძირითადი პირობებით უზრუნველყოფილები არიან. ისინი ცხოვრობენ სასტუმროში და იღებენ ანაზღაურებას, ჰყავთ ადვოკატი. მშობლებმა გვთხოვეს რამდენიმე საკითხის დაზუსტება, ეს ინფორმაცია მიღებულია და ვმუშაობთ ამაზე.

გამოძიება მიმდინარეობს და იკითხებიან მოწმეები, გამოძიება თვლის, რომ ამ ადამიანების ყოფნა ადგილზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა მიიღონ ინფორმაცია მათგან გარდაცვალების ფაქტზე. შესაბამისად, ჩვენც და იქ დარჩენილი მეზღვაურებიც დაინტერესებული არიან ამ საქმეზე ობიქტური ჭეშმარიტება დადგეს", - განაცხადა ვლადიმერ კინსტანტინიდიმ.

ვლდიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს ადგილზე იცავენ თურქი და ლიბიელი ადვოკატები და საგარეო უწყება მათთან მუდმივ კომუნიკაციაშია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა