„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვაში ბრალდებულ სამ პირს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვაში ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.ქ., რ.კ. და გ.შ. არიან „ქურდული სამყაროს“ წევრები, რომლებიც დაშინებით, მუქარით, იძულებით, ასევე “ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებითა და სხვა უკანონო ქმედებით, მათთვის და სხვისთვის სარგებლისა და უპირატესობის მიღების, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება-მინიჭების მიზნით, ქ. ბათუმში აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში.

აღნიშნულმა პირებმა 2018 წლის 29 იანვარს ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის მიზნით, ქ. ბათუმში, კ.კ.-ს 20000 ლარი მოსთხოვეს. სამართალდამცველებმა ბ.ქ., რ.კ. და გ.შ. 2018 წლის 17 ივლისს ქ.ბათუმში დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

პროკურატურის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა) და სასჯელის სახედ და ზომად 5-5 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა