პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილიხელმძღვანელობით სტრასბურგში იმყოფება, სადაც 8-12 აპრილს, მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო (PACE) სესიის მუშაობაში.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 10 აპრილს, საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიმართავს.

ამავე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად შეხვედრებს გამართავს: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ლილიენ მორი პასკიესთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან და ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან.

საპარლამენტო დელეგაციის წევრები დაესწრებიან ევროპის მემორიალური დაფის გახსნას და საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ მიღებას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას საპარლამენტო დელეგაციის წევრები: ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე და გიორგი კანდელაკი ესწრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა