„5/35 - ოქროს ბურთში“ ჯეკპოტი გათამაშდა

„5/35 - ოქროს ბურთის“ ჯეკპოტი 6 აპრილს გათამაშდა და მისი მფლობელი პენსიონერი რუსთავიდან ნანული ოსიტაშვილი გახდა. საქართველოს ეროვნული ლატარიის ინფორმაციით, მოგებულმა „5/35 - ოქროს ბურთის“ ერთი ბილეთი ერთ ლარად, 6 აპრილს, რუსთავში მდებარე საქართველოს ეროვნული ლატარიის ჯიხურში შეიძინა და იმავე საღამოს 129 751 ლარის მფლობელი გახდა.

„როგორც ქალბატონი ნანული ამბობს, მას საკუთარი ბინა არ აქვს და, შვილთან ერთად, ნაქირავებში ცხოვრობს. მოგებული ჯეკპოტით კი ბინის შეძენას აპირებს.

კომპანია ქალბატონ ნანული ოსიტაშვილს „5/35 - ოქროს ბურთში“ მოგებულ ჯეკპოტს უახლოეს დღეებში გადასცემს და ამ თანხით ის დიდი ხნის ოცნების ასრულებას შეძლებს - საკუთარ ბინას შეიძენს.

საქართველოს ეროვნული ლატარია ულოცავს „5/35 - ოქროს ბურთის“ ჯეკპოტის მფლობელს მოგებას და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა