გია ვოლსკი -  ანა დოლიძეს ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს საზოგადოებაზე და ჰგონია, რომ ზაფხული ყურადღებას ადუნებს და შემოდგომა - აორმაგებს

ანა დოლიძეს ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს საზოგადოებაზე და ჰგონია, რომ ზაფხული ყურადღებას ადუნებს და შემოდგომა - აორმაგებს, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებას, რომლის თანახმად, ბოლო პერიოდის განმავლობაში იუსტიციის საბჭოს სხდომები რამდენჯერმე გადაიდო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენა მიზანმიმართულად ჭიანურდება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გია ვოლსკიმ აღნიშნა, საკითხი მნიშვნელოვანია და განმარტავს, რომ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ყველა მხარეს ექნება.

„ეს ასე არ არის! არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ძალიან მძლავრი და ევროპული სტანდარტებით მიღებული და ყველას ექნება საშუალება თვალყური ადევნოს მიმდინარე პროცესებს“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიდო, მიუთითებს იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენა მიზანმიმართულად ჭიანურდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანა დოლიძემ განუცხადა, არ არის გამორიცხული, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენა ზაფხულში მოხდეს, მაშინ როცა საშვებულებო პერიოდია და ყურადღებაც ამ მხრივ შედარებით ნაკლები იქნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს