შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება

11 აპრილს, 15:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრშიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, რეგიონების შემდეგ საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისათვის თბილისში ჩატარდება. ცენტრის წარმომადგენლები აბიტურიენტებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან 2019 წლის გამოცდების შესახებ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 18 აპრილიდან კიდევ ერთ პროექტს იწყებს. კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს, ცენტრის facebook - ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელები უპასუხებენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 41 000 - მდე აბიტურიენტმა გიარა. 7 მაისის 18:00 საათამდე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს