დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განმხილველი საპარლამენტო ჯგუფის სხდომა გაიმართა

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ამავე სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ როსებაშვილმა სხდომაზე პრეზენტაცია წარადგინეს.

მისივე ცნობით, სტრატეგიის პროექტის მესამე მიზანი, სხვადასხვა საკითხებთან ერთად აერთიანებს ჩართულობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების საკითხებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა განაცხადა, რომ „სტრატეგიის პროექტის მესამე მიზანია სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება“.

სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა მუნიციპალიტეტების მიერ ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაზე, ხელმისაწვდომობის ზრდაზე, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობასა და თანამონაწილეობაზე ინფორმაცია მოისმინეს.

დეპუტატ ზაზა გაბუნიას განცხადებით, „მოქალაქეთა მონაწილეობა და შედეგიანი მმართველობა ადგილებზე არის მნიშვნელოვანი ამოცანა“, რასაც ამ რეფორმის ფარგლებში უნდა მიაღწიონ.

„დღეს დეცენტრალიზაციის საპარლამენტო ჯგუფში განვიხილეთ სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბების საკითხი, რაც დოკუმენტის მესამე სტრატეგიული მიზანია. მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებული და შედეგიანი მმართველობა ადგილებზე არის მნიშვნელოვანი ამოცანა, რასაც ამ რეფორმის ფარგლებში გვინდა მივაღწიოთ“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა