მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ პროფესიული განათლების გამოფენას - „გაიცანი პროფესია“ უმასპინძლა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ პროფესიული განათლების გამოფენას - „გაიცანი პროფესია“ უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრისა“ და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიერ იყო ორგანიზებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია, რა პროფესიებზეა მოთხოვნა შრომის ბაზარზე და რა ვაკანსიები აქვთ დამსაქმებლებს. გარდა ამისა, გამოფენის სტუმრებს, მაღალტექნოლოგიური სიმულატორების საშუალებით, შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკულად გაცნობოდნენ კონკრეტულ პროფესიებს. გამოფენაზე, 20-მდე კომპანიამ საკუთარი ვაკანსიებიც წარმოადგინა. მათ შორის იყვნენ კომპანიები: ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ,,ანაგი“, ,,ნოვა“, ,,მეგა დორსი“, ,,გზაჯვარედინი“, ,,კნაუფ გიპს თბილისი“, ,,საგა“, ,,ყაზტრანსგაზი“ და სხვები.

გამოფენა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინე წეროძემ, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ხელმძღვანელმა თიკა რუხაძემ და საზოგადოებრივი კოლეჯის ,,სპექტრი“ დირექტორმა მათე ტაკიძემ.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა განაცხადა, დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული) პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, პალატის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობა, რათა პროფესიული კადრები, სწორედ ბიზნესის საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე მომზადდეს.

ნინო ჩიქოვანის განცხადებითვე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შექმნილია დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც არიან სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები. პალატის პრეზიდენტის თქმით, საბჭოს მიზანია კოორდინაცია გაუწიოს საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის შექმნას ამ მიმართულებით და ხელი შეუწყოს კერძო სექტორის ჩართულობას.

ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივ კოლეჯ ,,სპექტრსა“ და შპს ,,საგას“, შპს ,,ინსტასა“ და შპს ,,ვოლვოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა