შეერთებულმა შტატებმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად სცნო

აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად სცნო. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.

„დღეს ოფიციალურად ვაცხადებ ჩემი ადმინისტრაციის განზრახვას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კირპუსის, მათ შორის “ყუდსის” ძალების უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შესახებ. ეს ნაბიჯი ცხადყოფს იმ რეალობას, რომ ირანი არა მხოლოდ ტერორიზმის სპონსორია, არამედ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეშვეობით აქტიურად მონაწილეობს, აფინანსებს და ხელს უწყობს ტერორიზმს. ეს აღიარება პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ უცხო ქვეყნის მთავრობის ნაწილს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს”, - ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა