ირაკლი მენაღარიშვილი საქართველოს პოზიციაზე აშშ-ს მიერ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობაზე - მარტივი პასუხი ამ რთულ კითხვაზე არ არსებობს

მარტივი პასუხი თქვენ რთულ კითხვაზე არ არსებობს, - ასე უპასუხა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ კითხვას, რომელიც ამერიკის მხრიდან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობას და ამ პროცესში საქართველოს პოზიციას შეეხებოდა.

„მარტივი საკითხი არ არის ნამდვილად. ირანთან ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ მეორეს მხრივ საქმე ეხება ისეთ თემებს როგორიც არის ტეროტიზმი, ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები ამერიკასთან და ა.შ. ასე გიპასუხებთ: მარტივი პასუხი თქვენ რთულ კითხვაზე არ არსებობს. ამაზე დაფიქრებაა საჭიროა, მაგრამ რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ პირობებში ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისი მოსაზრებები ამ თემაზე. ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებში და დიპლომატიაში შავი და თეთრი გადაწყვეტილებები ძალიან იშვიათად არის, მაგრამ არის პრინციპული საკითხები სადაც უბრალოდ საუბარიც კი არ არის პოზიციების შეცვლასა და დათმობაზე. ეს ის სიტუაციაა როდესაც ქართულმა მხარემ კარგად უნდა მოიფიქროს და ისე ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია. მე იმედი მაქვს რომ ამას მოახერხებს“,- განაცხადა მენაღარიშვილმა.

შეგახსენებთ აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად სცნო. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა