ლევან დავითაშვილი - მადლობა მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ეროვნული იდეის განხორციელებას

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„30 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს განვითარებულმა მოვლენებმა განსაზღვრა ჩვენი, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის დღევანდელობა. ეს იყო დღე, როდესაც ერმა ერთად დგომითა და სულიერი სიმტკიცით დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გაიმარჯვა. ჩვენ სამშობლოს სიყვარულმა გაგვამარჯვებინა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც 30 წლის წინ შიშველი ხელებით იბრძოდა ყველაზე მთავარი ფასეულობისთვის - საქართველოს თავისუფლებისთვის, იბრძოდა წინსვლისა და განვითარებისთვის. მადლობა მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ეროვნული იდეის განხორციელებას“,-აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

როგორც გარემოს დაცვსა და სოფლის მეუნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის დღევანდელობა ქართველი გმირების ბრძოლით არის მოპოვებული.

„სწორედ ამიტომ არ გვაქვს უფლება, არ ვიყოთ ერთ მუჭად შეკრული ძლიერი ქვეყანა, რომელიც იქნება მზად უპასუხოს გამოწვევებს. ჩვენ უნდა შევძლოთ ბრძოლა, როდესაც ამის საჭიროება დადგება და უნდა ვაშენოთ ყოველთვის, ვაშენო თავდაუზოგავად ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, ვაშენოთ თავისუფალი, დემოკრატიული, ძლიერი საქართველო“,-წერია ლევან დავითაშვილის მიმართვაში.

უწყების ცნობით, ამასთან, დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლობას ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილით მიმართა.

„ქვეყნის სტაბილურ წინსვლას რეალისტური და მკაფიო ამოცანები, მოთმინება და თანმიმდევრულობა სჭირდება.... წინ მხოლოდ რაციონალური პოლიტიკის, განვითარებისა და დემოკრატიის გზაა. ქართული სახელმწიფოს წინსვლის შეუქცევადობა მხოლოდ საერთო მიზნისთვის მთელი საზოგადოების დარაზმულობაზეა დამყარებული“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიმართვაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა