თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ლილიენ მორი პასკიეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ლილიენ მორი პასკიეს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი იყო.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს 29-30 აპრილს ეწვევა და ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

„30 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ქალბატონი ლილიან მორი პასკიე სიტყვით მიმართავს საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო სესიაზე. დღევანდელ შეხვედრაზე, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი იქნება საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროში ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი როლის შესახებ ცნობადობის ამაღლებას“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით სტრასბურგში იმყოფება, სადაც 8-12 აპრილს, მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო (PACE) სესიის მუშაობაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა