ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას აგრძელებს

დოჰაში საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 140-ე ასამბლეა მუშაობას აგრძელებს და მასში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად იღებს მონაწილეობას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს მართავს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე დღეს ბურკინა ფასოს პარლამენტის თავმჯდომარე ალასანე ბალა საკანდეს, შრი-ლანკის პარლამენტის თავმჯდომარე კარუნარატნე იაისურიას, ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე არდეშირ ლარიჯანს, გაბონის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ფაუსტინ ბოუკუბის, კატარის შურის საბჭოს თავმჯდომარე აჰმედ ბინ ალ მაჰმუდს და დომინიკის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ალიქს ბოიდ ნაითს შეხვდა. გამართულ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით განვითარების პერსპექტივები და ეკონომიკური თანამშრომლობა იყო.

დღესვე, ირაკლი კობახიძემ, 80 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის უმაღლესი დონის ახალ ფორმატში - „პარლამენტის თავმჯდომარეების დიალოგში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების შესახებ იმსჯელეს.

„დღეს გვქონდა საინტერესო და პროდუქტიული დღე. შევხვდით ხუთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, გვქონდა საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე, მონაწილეობა მივიღეთ დისკუსიაში, რომელიც ყველა დამსწრე პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით შედგა. განვიხილეთ დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, დღის დასაწყისში შევხვდით საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტს, სადაც ვისაუბრეთ საქართველოსა და IPU-ს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს